ლუის სუარესი გუნდს ორი კვირით გამოაკლდა
ლუის სუარესი გუნდს ორი კვირით გამოაკლდა

ბარსელონაში აცხადებენ, რომ ბეტისის წინააღმდეგ უკანასკნელი ტურის მატჩში ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მუხლის მცირე დაზიანება მიიღო და ორიოდე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

4-1 მოგებულ მატჩში ჰეტ-თრიკი ლიონელ მესიმ შეასრულა, ერთი გოლი კი უარესმა გაიტანა და ბარსელონა უახლოეს მდევარს უკვე 10 ქულით უსწრებს.

თამაშის შემდეგ ურუგვაელს გამოკვლევა ჩაუტარეს და, როგორც გაირკვა, ფეხბურთელი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სუარესი სანაკრებო პაუზისას ვერც ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება. სამხრეთამერიკელები ჩინეთის თასზე ასპარეზობენ და ნახევარფინალში უზბეკეთს ხვდებიან, შემდეგ კი, ფინალში ან მესამე ადგილისთვის მატჩში, ჩინეთს ან ტაილანდს.

30 მარტს, ესპანეთის ჩემიონატის შემდეგ ტურში, ბარსელონა თანაქალაქელ ესპანიოლს ხვდება და, როგორც ვარაუდობენ, იმ დროისთვის სუარესი უკვე ფორმაში იქნება.