ლუის სუარესი ბარსელონას მესამე ბომბარდირი გახდა
ლუის სუარესი ბარსელონას მესამე ბომბარდირი გახდა

ესპანეთის ჩემპიონატში 34-ე ტური იმართება. ლიდერმა ბარსელონამ ლუის სუარესისა და კარლეს ალენიას გოლებით 2:0 დაამარცხა ალავესი.

სუარესმა 131-ე გოლი გაიტანა ლა ლიგაში და ბარსელონას ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადავიდა – ურუგვაელი ლადისლავ კუბალას გაუთანაბრდა. ესპანეთის ჩემპიონატში ბარსას ბომბარდირებს შორის პირველ ადგილზეა ლიონელ მესი (416 გოლი), მეორეზე – სეზარ როდრიგესი (190).

ყველა ტურნირზე ბარსელონას საუკეთესო ბომბარდირებში ურუგვაელი 176 გოლით მეხუთე ადგილს ფლობს. აქაც ლიდერი ლიონელ მესია 597 გოლით.