ლუის სუარესი „ატლეტიკოში“ გადავიდა - ურუგვაელმა „ბარსელონას“ ბაზა ატირებულმა დატოვა (ვიდეო)
ლუის სუარესი „ატლეტიკოში“ გადავიდა - ურუგვაელმა „ბარსელონას“ ბაზა ატირებულმა დატოვა (ვიდეო)

„ბარსელონას“ პრესსამსახურმა ფორვარდ ლუის სუარესის „ატლეტიკოში“ გადასვლის შესახებ გამოაცხადა.

კატალონელთა ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ „ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ მოილაპარაკეს ურუგვაელის ტრანსფერზე. მადრიდული კლუბი „ბარსას“ ექვს მილიონ ევროს გადაუხდის სხვადასხვა ბონუსის სახით.

„მადლობა ლუის, ამ ექვსი წლისთვის!“ – „ბარსელონამ“ „ტვიტერის“ მეშვეობით გადაუხადა მადლობა ფორვარდს.

გავრცელდა ვიდეო, როგორ ტოვებს ატირებული სუარესი საკუთარი ავტომობილით „ბარსელონას“ ბაზას.

სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წელს „ლივერპულიდან“ გადავიდა. ამ დროის განმავლობაში, მან კლუბთან ერთად მოიგო ოთხჯერ მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის თასი, თითოჯერ – ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.