ლუის სუარესი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
ლუის სუარესი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

„ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი გამოტოვებს მიმდინარე სეზონს დარჩენილ ნაწილს, – წერს გაზეთი „მარკა“ (Marca).

წყაროს ცნობით, 32 წლის ფორვარდი მარჯვენა მუხლზე ართროსკოპიულ ოპერაციას გადაიტანს. ურუგვაელის დაბრუნების ზუსტი თარიღი მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ასე რომ, სუარესი ვერ ითამაშებს ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილ სამ ტურში, აგრეთვე, გამოტოვებს ესპანეთის თასის ფინალს, რომელშიც „ბარსელონა“ 25 მაისს „ვალენსიას“ შეხვდება.

კითხვის ნიშნის ქვეშაა სუარესის თამაში 2019 წლის კოპა ამერიკაზე, რომელიც 14 ივნისს დაიწყება.