ლუის სუარესი 4-6 კვირას გამოტოვებს
ლუის სუარესი 4-6 კვირას გამოტოვებს

ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა „ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ გუნდის ძირითად ფორვარდს ლუის სუარესს ოპერაცია ესაჭიროება.

ურუგვაელს მარჯვენა მუხლის მენისკზე ოპერაცია 12 იანვარს ჩაუტარდება, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. აღდგენის ვადებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, 32 წლის ფორვარდი ოთხიდან ექვს კვირამდე გამოტოვებს.

სუარესი რამდენიმე კვირის განმავლობაში უჩიოდა პრობლემებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ესპანეთის სუპერთასზე „ატლეტიკოს” წინააღმდეგ ბოლო მატჩი ურუგვაელმა ტკივილგამაყუჩებლებით ითამაშა.

ამ სეზონში ლუის სუარესმა „ბარსელონას“ რიგებში 23 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი შეასრულა.