ლუის სკოლას „რეალი“ იწვევს
ლუის სკოლას „რეალი“ იწვევს

არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლუის სკოლა მოლაპარაკებებს აწარმოებს მადრიდის „რეალთან“, – გამოაცხადა კლუბის დირექტორმა ხუან კარლოს სანჩესმა.

39 წლის სკოლა შესაძლოა მეოთხე არგენტინელი გახდეს „რეალის“ შემადგენლობაში – ფაკუნდო კამპაცოსთან, გაბრიელ დეკთან და ნიკოლას ლაპროვიტოლასთან ერთად. გარდა ამისა, სკოლამ მიიღო შეთავაზებები ჩინეთიდან და არგენტინიდან. პარალელურად, თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მზად არის გაიმეოროს ნებისმიერი კლუბის წინადადება.

დღეისათვის, სკოლა იმყოფება ჩინეთში თავის ოჯახთან ერთად, განიხილავს ყველა ვარიანტს და მალე მიიღებს გადაწყვეტილებას.