ლუის ჰემილტონს პატიმრობა ან ფულადი ჯარიმა ემუქრება საკუთარი ძაღლის ვეგეტარიანულ დიეტაზე გადაყვანის გამო #1TVSPORT
ლუის ჰემილტონს პატიმრობა ან ფულადი ჯარიმა ემუქრება საკუთარი ძაღლის ვეგეტარიანულ დიეტაზე გადაყვანის გამო #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი, შესაძლოა, სოლიდური ჯარიმით დასაჯონ იმის გამო, რომ აიძულა საკუთარი ძაღლი ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასულიყო.

უფრო ადრე, „მერსედესის“ პილოტმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც მისი ბულდოგი „როსკო“ კერძო თვითმფრინავში ზის და წინ უდევს ბოსტნეული და ხილი. ჰემილტონმა არა ერთხელ ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ბოლო ორი წელი მისი ძაღლი მცენარეულ დიეტაზე ზის. მიუხედავად ამისა, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ცისფერმა ჯვარმა“, რომელიც ცხოველთა უფლებების დაცვით არის დაკავებული, ხაზი გაუსვა იმას, რომ საკუთარი ცხოველების არასწორი კვება არის ცხოველთა დაცვის შესახებ 2006 წელს მიღებული კანონის დარღვევა და ითვალისწინებს პატრონის პასუხისგებაში მიცემას.

კანონში წერია, რომ შინაურ ცხოველებს აქვთ უფლება – „მიიღონ სწორი საკვები“. ეს, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ პატრონები ვალდებულნი არიან კვების მხრივ დააკმაყოფილონ საკუთარი ძაღლების ყველა მოთხოვნილება, იქნება ეს სველი საკვები, მშრალი საკვები ან უმი საკვები.

ცხოველთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევა ითვალისწინებს პატიმრობასა და 20 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმას.