ლუის ჰემილტონმა რუსეთის გრანპრი მოიგო
ლუის ჰემილტონმა რუსეთის გრანპრი მოიგო

სოჭში, ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-16 ეტაპი – რუსეთის „გრანპრი“ გაიმართა. ზედიზედ მესამე და ბოლო ექვს ეტაპზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, ჩემპიონატის ლიდერმა, „მერსედესის“ პილოტმა – ლუის ჰემილტონმა. ახლა, ბრიტანელმა უახლოეს მდევართან უპირატესობა,  50 ქულამდე გაზარდა. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე „ფერარის“ პილოტი – სებასტიან ფეტელია.

ჰემილტონს მეორე სასტარტო პოზიცია ჰქონდა. მასზე წინ იდგა თანაგუნდელი – ვალტერი ბოტასი. მათ  სტარტის შემდეგ პოზიციები შეინარჩუნეს. რბოლის ბედი კი მაშინ გაირკვა, როცა ბოტასს „მერსედესის“ ხელმძღვანელობამ ჰემილტონის წინ გაშვება უბრძანა.
საბოლოოდ, ლუისმა სეზონში მერვე გამარჯვება მოიპოვა და კარიერაში მეხუთე ტიტულისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ეტაპია დარჩენილი.