ლუის ჰემილტონმა „მერსედესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
ლუის ჰემილტონმა „მერსედესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ კიდევ ორი წლით გააგრძელა კონტრაქტი გერმანულ საჯინიბოსთან. ასე რომ, ახლა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის შეთანხმება „მერსედესთან“ 2021 წლის ბოლომდეა ძალაში.

„სულ ცოტა ხნის წინ მოვაწერე ხელი ორწლიან კონტრაქტს. მოლაპარაკებები ცხრა საათი გრძელდებოდა და ვფიქრობ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. აღმაფრენით ველოდები მომდევნო სეზონებს. დღეს, უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ სეზონი დასრულდა. მომდევნო წელი რთული იქნება, სეზონები სულ უფრო და უფრო გრძელი ხდება. არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი გამოვალ ფორმულა 1-ში, ამიტომაც, ორი წელი – კარგი ვარიანტია. რბოლები ძველებურად მიყვარს, ასე რომ, ვინ იცის, შესაძლოა, აქ უფრო დიდ ხანსაც დავრჩე”, – აღნიშნა ჰემილტონმა.