ლუის ჰემილტონმა მე-100 გრანპრი მოიგო #1TVSPORT
ლუის ჰემილტონმა მე-100 გრანპრი მოიგო #1TVSPORT

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა კარიერაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა რუსეთის ქაოტურ გრანპრიში. მისი მთავარი კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი მეორე მივიდა ფინიშთან, არადა, ძრავის შეცვლის გამო, ბოლო ადგილიდან აიღო სტარტი. პოდიუმის მესამე საფეხური „ფერარის“ პილოტს კარლოს საინსს ერგო.

რბოლის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა, როცა ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე, სოჭის ავტოდრომზე გაწვიმდა. იმ მომენტისთვის ლიდერობდა პოულის მფლობელი ლანდო ნორისი, რომელიც ბოლო მომენტამდე უარობდა საშუალედო საბურავებზე გადასვლას, რაც მისთვის საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა კარიერაში პირველი გამარჯვებისთვის ბრძოლაში. ის ორჯერ გადავიდა ტრასიდან და როცა ჰემილტონი პიტსტოპზე შედიოდა, უახლოეს მდევარს უკვე 40 წამით უსწრებდა.

მშრალ პირობებში რბოლის პირველ მეტრებზე ნორისმა წინ გაუშვა კარლოს საინსი. რასელმა შეინარჩუნა მესამე ადგილი, ჰემილტონი კი მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა – წინ გაუშვა ლენს სტროლი, ფერნანდო ალონსო და დანიელ რიკარდო. ლუისმა იქვე გაუსწრო ალონსოს და მეექვსე ადგილზე გადავიდა.

საინსი და ნორისი დაშორდნენ მდევრებს და წინ გაიჭრნენ, ფერსტაპენმა კი ვალტერი ბოტასი უკვე მეშვიდე წრეზე ჩამოიტოვა უკან. შემდეგ მან გაუსწრო გასლისა და ლეკლერს. ამასობაში, ნორისმაც გაუსწრო საინსს და მე-13 წრეზე ლიდერი გახდა.

პიტსტოპების სერია გახსნა ლენს სტროლმა. ყველაზე დიდი ხანი ტრასაზე დარჩნენ „მაკლარენის“ პილოტები და ლუის ჰემილტონი. პიტსტოპის დროს, რიკარდო ბოქსებში შეაყოვნეს, რისი წყალობითაც ჰემილტონი მეორე ადგილზე გადავიდა – ნორისთან 12-წამიანი ჩამორჩენით.

ჰემილტონი „ჰარდის“ საბურავებზე 27-ე წრეზე გადავიდა. და ფერსტაპენიც მაშინვე შევიდა ბოქსებში. ლუისი ტრასაზე საინსისა და სტროლის უკან დაბრუნდა, ფერსტაპენი – რიკარდოს უკან. ნორისმაც შეასრულა თავისი პიტსტოპი და მეოთხე დაუბრუნდა ტრასას – პერესის, ალონსოსა და ლეკლერის შემდეგ, რომლებასაც ჯერ კიდევ ელოდათ ბოქსებში შესვლა. ჰემილტონმა 30-ე წრეზე გაუსწრო საინსს და მეორე ადგილზე გადავიდა. ნორისთან ჩამორჩენა ცხრა წამი იყო.

წვიმის დაწყებისა და საშუალედო საბურავებზე გადასვლის შემდეგ, ფერსტაპენი მესამე ადგილზე აღმოჩნდა, ნორისიმა კი ისევ შეუხვია ბოქსებში, რისი წყალობითაც ლუის ჰემილტონმა ლიდერის პოზიცია მოიპოვა და კარიერაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

ორი კვირის შემდეგ, ბრძოლა თურქეთში გაგრძელდება.

 

რუსეთის გრანპრი

  1. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, Mercedes) – 1:30:41.001
  2. მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები, Red Bull) – +53.271
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, Ferrari) – +62.475
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, McLaren) – +65.607
  5. ვალტერ ბოტასი (ფინეთი, Mercedes) – +67.533
  6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, Alpine) – +81.321
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, McLaren) – +87.224
  8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, Alfa Romeo) – +88.955 201.643 2
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, Red Bull) – +90.076
  10. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, Williams) – +100.551
  11. ლენს სტროლი (კანადა, Aston Martin) – +106.198
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, Aston Martin) – 1 წრე
  13. პიერ გასლი (საფრანგეთი, AlphaTauri) – 1 წრე
  14. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, Alpine) – 1 წრე
  15. შარლ ლეკლერი (მონაკო, Ferrari) – 1 წრე
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, Alfa Romeo) – 1 წრე
  17. იუკი ცუნოდა (იაპონია, AlphaTauri) – 1 წრე
  18. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, Haas) – 2 წრე
  19. ნიკოლას ლაფიტი (კანადა, Williams) – უფინიშოდ
  20. მიკ შუმახერი (გერმანია, Haas) – უფინიშოდ

საერთო ჩათვლა

  1. ლუის ჰემილტონი – 246.5 ქულა (5 მოგება)
  2. მაქს ფერსტაპენი – 244.5 (7)
  3. ვალტერ ბოტასი – 151
  4. ლანდო ნორისი – 139
  5. სერხიო პერესი – 120 (1)
  6. კარლოს საინსი – 112.5
  7. შარლ ლეკლერი – 104
  8. დანიელ რიკარდო – 95 (1)
  9. პიერ გასლი – 66
  10. ფერნანდო ალონსო – 58
  11. ესტებან ოკონი – 45 (1)
  12. სებასტიან ფეტელი – 35
  13. ლენს სტროლი – 24
  14. იუკი ცუნოდა – 18
  15. ჯორჯ რასელი – 16
  16. ნიკოლას ლაფიტი – 7
  17. კიმი რაიკონენი – 6
  18. ანტონიო ჯოვინაცი – 1

კონსტრუქტორთა თასი

  1. Mercedes – 397.5
  2. Red Bull – 364.5
  3. McLaren – 234
  4. Ferrari – 216.5
  5. Alpine- 103
  6. AlphaTauri – 84
  7. Aston Martin- 59
  8. Williams – 23
  9. Alfa Romeo- 7