ლუის ჰემილტონმა გლობალური დათბობის თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო თავი იმართლა
ლუის ჰემილტონმა გლობალური დათბობის თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო თავი იმართლა

ლუის ჰემილტონმა სოციალურ ქსელში გლობალური დათბობის შესახებ გამოქვეყნებული განცხადების გამო თავი იმართლა და თქვა, რომ ამ ყველაფერში ურთიერთგამომრიცხავს ვერაფერს ხედავს.

ფორმულა 1-ს ინგლისელი პილოტი ფარისევლობაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მან ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა და თავის თაყვანისმცემლებს ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ, მისმა მეტოქემ, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ ერთ-ერთ ინტერვიული შემდეგი განაცხადა:

„მე არასდროს ვიტყოდი იმას, რაც ჰემილტონმა თქვა. არ შეიძლება ერთს ლაპარაობდე და მეორე აკეთებდე. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორი ცხოვრების სტილი აქვს მას. საერთოდ, ფორმულა 1-ს პილოტები წელიწადში 200-ჯერ დაფრინავენ თვითმფრინავით. ამის შემდეგ, არ შეიძლება, რომ სხვებს ხორცის ჭამისგან თავის შეკავება ურჩიო“.

მიუხედავად ამისა, ჰემილტონმა ეს კრიტიკა არ გაიზიარ.

„დიახ, ჩვენ ასეთი ცხოვრება გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესობისკენ ცვლილება არ უნდა გინდოდეს. ეს ჩემი იდეა-ფიქსი არ არის. ამაზე დიდი ხანი ვფიქრობდი და მივედი დასკვნამდე, რომ ეს უნდა მეთქვა“, – განაცხადა ჰემილტონმა.