ლუის ჰემილტონმა გაამხილა, როდის მიატოვებს რბოლას
ლუის ჰემილტონმა გაამხილა, როდის მიატოვებს რბოლას

ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ბრიტანელმა მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა თქვა, რა შემთხვევაში დატოვებს ფორმულა 1-ს.

„მე ისევ კარგი რეაქცია მაქვს. სისწრაფე ოდნავ გამიუარესდა, მაგრამ ვარჯიშით ძველ ფორმას დავიბრუნებ. თუმცა, ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როცა საჭირო ფორმის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. ამასთანავე, ხანგრძლივი დროით მაღალ დონეზე ასპარეზობა დიდ მსხვერპლს მოითხოვს.

მიწევს დიდი ხნით ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნა. დადგება პერიოდი, როცა ასპარეზობა აღარ მომინდება, სწორედ ამ დროს დავტოვებ ფორმულა 1-ს“, – ციტირებს ლუის ჰემილტონის სიტყვებს GPFans.

ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ში 2007 წლიდან ასპარეზობს. 34 წლის ბრიტანელი მრბოლელი მსოფლიოს ჩემპიონი ექვსჯერ გახდა და ამ მიღწევით მხოლოდ ლეგენდარულ გერმანელ პილოტს, მიხაელ შუმახერს ჩამორჩება.