ლუის ჰემილტონმა დეპრესიული პოსტი გამოაქვეყნა
ლუის ჰემილტონმა დეპრესიული პოსტი გამოაქვეყნა

გერმანული საჯინიბოს „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა „ინსტაგრამში“ უცნაური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც მისი ფანები ააღელვა.

„თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფრის მიტოვება მინდა. მსურს სრულად გამოვეთიშო ყველაფერს და საერთოდ, რა საჭიროა რაიმეს კეთება, როცა სამყარო ასეთ ნეხვშია ჩაფლული, ადამიანებს კი არაფერი ანაღვლებთ. პაუზა უნდა ავიღო და დავფიქრდე, გონება მოვიკრიბო. მადლობა ყველას, ვისაც ჯერაც ფეხებზე არ ჰკიდია ეს სამყარო“, – დაწერა ჰემილტონმა „ინსტაგრამში“, რომელშიც 13 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.

ლუის ჰემილტონი „ფორმულა 1“-ის ხუთგზის ჩემპიონია და ახლოს არის 2019 წელს ტიტულის მოპოვებასთან. თუ ბრიტანელი მეექვსედ გახდება ჩემპიონი, ის ტიტულების რაოდენობით ხუან-მანუელ ფანხიოს გაუსწრებს და ამ შედეგით „ფორმულა 1“-ის ისტორიაში მეორე ადგილს დაიკავებს. ლუის ჰემილტონზე წინ კი შვიდი ტიტულით მხოლოდ მიხაელ შუმახერი იქნება.