ლუის ჰემილტონმა ავსტრალიაში ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ნახევარი მილიონი გაიღო
ლუის ჰემილტონმა ავსტრალიაში ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ნახევარი მილიონი გაიღო

ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა 500 ათასი დოლარი შესწირა ავსტრალიაში ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლას.

„გულს მიკლავს ის სიცარიელე, რაც ავსტრალიურ ხანძრებს მოაქვს. მე ვწირავ 500 ათას დოლარს ცხოველებისთვის, მოხალისეებისთვისა და მეხანძრეებისთვის. თუ თქვენც გაქვთ შესაძლებლობა და ჯერ არ გაგიკეთებიათ ეს, შეუერთდით ამ კამპანიას. შეგიძლიათ გარკვეული თანხა გაიღოთ”, – დაწერა „ტვიტერზე” „მერსედესის” პილოტმა.

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის ხელმომწერები არ დარჩენილან აღფრთოვანებული ბრიტანელი პილოტის საქციელით: მათი აზრით, ლუისს შეეძლო უფრო მეტი თანხაც გაეღო. „მხოლოდ 500 ათასი? მიხაელ შუმახერი მილიონებს გადარიცხავდა”, – დაწერა ერთ-ერთმა ფოლოვერმა.

„ნახევარი მილიონი – ეს არის შენი წლიური ხელფასის მეასედი. მართლა რომ ზრუნავდე გარემოზე, მაშინ უფრო მეტ თანხას გაიღებდი”, – დაამატა მეორემ.