ლუის ჰემილტონის დებიუტი „ფერარიში“ – მეორე ყველაზე უარესია XXI საუკუნეში
Lewis Hamilton of Great Britain and Scuderia Ferrari appears ahead of the F1 Grand Prix of Australia at Albert Park Circuit in Melbourne, Australia, on March 15, 2025. (Photo by Qian Jun/Paddocker/NurPhoto via Getty Images)
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ლუის ჰემილტონის დებიუტი „ფერარიში“ ავსტრალიის გრანპრიზე ერთ-ერთი ყველაზე უარესი აღმოჩნდა გუნდისთვის XXI საუკუნეში.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ რბოლა ყველა პილოტისთვის ძალიან რთული იყო.
„ფერარიში“ უფრო უარესი დებიუტი 2009 წელს ლუკა ბადოერს ჰქონდა, როცა მას ფელიპე მასას შეცვლა მოუწია. იტალიელმა მხოლოს მე-17 ადგილი დაიკავა.
„ფერარის“ პილოტების დებიუტი XXI საუკუნეში:
ფელიპე მასა (2006 წელი) – მე-9 ადგილი
კიმი რაიკონენი (2007) – პირველი ადგილი
ლუკა ბადოერი (2009) – მე-17 ადგილი
ჯანკარლო ფიზიკელა (2009) – მე-9 ადგილი
ფერნანდო ალონსო (2010) – პირველი ადგილი
სებასტიან ფეტელი (2015) – მე-3 ადგილი
შარლ ლეკლერი (2019) – მე-5 ადგილი
კარლოს საინსი (2021) – მე-8 ადგილი
ოლივერ ბერმანი (2024) – მე-17 ადგილი
ლუის ჰემილტონი (2025) – მე-10 ადგილი