ლუის ჰემილტონი – წელს არ არსებობს ანტონელისა და „მერსედესის“ შეჩერების შანსი #1TVSPORT

13:51, 19.09.2026

„ფერარის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა ტიტულის მოპოვების შანსებზე ილაპარაკა ესპანეთის გრანპრის შემდეგ, სადაც მან რბოლა ვადაზე ადრე დაასრულა სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო.

„წელს არ არსებობს ანტონელისა და „მერსედესის“ შეჩერების არანაირი შესაძლებლობა. მათ ფენომენალური სამუშაო ჩაატარეს და იმსახურებენ ამას“, – მოჰყავს ჰემილტონის სიტყვები გამოცემა FormulaPassion-ს.

მადრიდის ეტაპის შემდეგ, ჰემილტონი ჩემპიონატის ლიდერ ანდრეა კიმი ანტონელის 101 ქულით ჩამორჩება და პირად ჩათვლაში მესამე ადგილზეა. „ფერარის“ პილოტები ზედიზედ ოთხი რბოლაა ვერ ახერხებენ პოდიუმზე ასვლას.

მსგავსი