ლუის ჰემილტონი შუმახერის რეკორდებს დაემუქრა

15:19, 15.05.2019

ესპანეთის გრანპრის შემდეგ, გამოქვეყნდა რამდენიმე საგულისხმო სტატისტიკური მონაცემი, რომელიც გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის „სამუდამო“ რეკორდებს სერიოზულად ემუქრება მერსედესის პილოტი ლუის ჰემილტონი.

ამის დამადასტურებელი ორი ფაქტი არსებობს:

* ლუის ჰემილტონმა სეზონში მესამე და კარიერაში 76-ე გამარჯვება მოიპოვა. ამ მაჩვენებლით, აბსოლუტური ლიდერია მიხაელ შუმახერი (91 მოგება).
* ბარსელონაში პოდიუმი 139-ე იყო ჰემილტონის კარიერაში. ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია მიხაელ შუმახერი (155 პოდიუმი). ეს რეკორდი შესაძლოა უკვე 2019 წელს დაემხოს, თუ ჰემილტონი სეზონის ყველა დარჩენილ რბოლაში საპრიზო სამეულში აღმოჩნდება.

მსგავსი