ლუის ჰემილტონი „რედ ბულს“ ფავორიტად მიიჩნევს
ლუის ჰემილტონი „რედ ბულს“ ფავორიტად მიიჩნევს

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა ივარაუდა, რომ მომდევნო წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ არა მხოლოდ „მერსედესი“ და „ფერარი“, არამედ „რედ ბულიც“, რომელმაც მოუმატა „ჰონდას“ძრავებზე გადასვლის შემდეგ.

„ჰონდამ“, რა თქმა უნდა, სერიოზულად მოუმატა. სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ კიდევ ერთი მწარმოებელი გავიდა მაღალ დონეზე. ამის გამო იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში ტიტულისთვის უკვე სამი გუნდი იბრძოლებს. ეს ძალიან კარგია ფორმულა 1-სთვის“, – მოჰყავს ჰემილტონის სიტყვები Autosport-ს.

2020 წელს, ფორმულა 1-ის წამყვანი გუნდების შემადგენლობები არ შეიცვლება: „მერსედესში“ იქნებიან ჰემილტონი და ვალტერი ბოტასი, „ფერარიში“ – სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი, „რედ ბულში“ – მაქს ფერსტაპენი და ალექსანდერ ალბონი.