ლუის ჰემილტონი რაინდის წოდებას მიიღებს

17:37, 30.11.2020
Formula One F1 - Bahrain Grand Prix - Bahrain International Circuit, Sakhir, Bahrain - November 26, 2020  Mercedes' Lewis Hamilton during the press conference  FIA/Handout via REUTERS   ATTENTION EDITORS - THIS IMAGE HAS BEEN SUPPLIED BY A THIRD PARTY. NO RESALES. NO ARCHIVES

„მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი, ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი რაინდის წოდებას მიიღებს.

გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პირადად ჩაერია საქმეში, რათა ჰემილტონისთვის ეს წოდება მიენიჭებინათ. შესაბამისი ცერემონია ახალი წლის წინა დღეებში უნდა გაიმართოს.

აღნიშნავენ, რომ ერთადერთი რეალური წინაღობა ჰემილტონის აღიარების გზაზე იყო სპორტული აღიარების კომიტეტის პოზიცია – მას არ სურდა „მერსედესის“ პილოტის რაინდად კურთხევა 35 წლის ავტომრბოლის საგადასახადო სტატუსის გამო. ჰემილტონი, რომლის ქონება 250 მილიონ ფუნტს აჭარბებს, მონაკოში ცხოვრობს, სადაც უფრო მსუბუქი საგადასახადო სისტემაა. გარდა ამისა, ლუისმა გადასახადის სახით 3.3 მილიონი ფუნტი დაზოგა, როცა 16.5 მილიონის ღირებულების პირადი თვითმფრინავი კუნძულ მენზე დაარეგისტრირა.

მიუხედავად ამისა, ლუისი დიდი ბრიტანეთის 5000 ყველაზე მსხვილ გადამხდელს შორის შედის და დაუნინგ-სტრიტზე ვერ ხედავენ მიზეზს – უარი თქვან ჰემილტონისთვის რაინდის წოდების მინიჭებაზე.

მსგავსი