ლუის ჰემილტონი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია
ლუის ჰემილტონი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია

ტეხასის ქალაქ ოსტინში გამართული აშშ-ის გრანპრის შემდეგ, პირად ჩათვლაში ჩემპიონობა გაინაღდა „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა. მართალია, მან კვირას გამართულ რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა ტიტულის გასანაღდებლად.

ჰემილტონი მეექვსედ გახდა ფორმულა 1-ის ჩემპიონი და კიდევ უფრო მიუახლოვდა ამ მაჩვენებლით აბსოლუტურ რეკორდსმენს მიხაელ შუმახერს, რომელსაც შვიდი საჩემპიონო ტიტული აქვს.

ოსტინის რბოლის გამარჯვებული ჰემილტონის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი გახდა. მესამე იყო ფინიშთან „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ზედიზედ მეექვსედ მოიგო კონსტრუქტორთა თასი „მერსედესმა“.

2019 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი რბოლა რჩება – ბრაზილიის გრანპრი (17 ნოემბერი) და აბუ დაბის გრანპრი (1 დეკემბერი).