ლუის ჰემილტონი „მერსედესთან“ 150-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს
ლუის ჰემილტონი „მერსედესთან“ 150-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს

„მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი გერმანულ გუნდს ახალ ხელშეკრულებაზე მოელაპარაკა. როგორც ბრიტანული პრესა წერს, 35 წლის მრბოლელი „მერსედესში“ 2023 წლის ბოლომდე დარჩება.

ახალი კონტრაქტის თანახმად, ჰემილტონი სეზონში 50 მილიონ დოლარს მიიღებს.

აქამდე ლუისი ვერ ახერხებდა შეთანხმებას „მერსედესის“ ხელმძღვანელობასთან. სადაო საკითხი გარიგების ფინანსური მხარე იყო.

ჰემილტონმა წლევანდელ სეზონში ექვსი რბოლა მოიგო და ჩემპიონატს 44-ქულიანი სხვაობით ლიდერობს. ბრიტანელი წელს კარიერაში მეშვიდე ჩემპიონობას უმიზნებს.