ლუის ჰემილტონი ლონდონში საპროტესტო აქციას შეუერთდა
ლუის ჰემილტონი ლონდონში საპროტესტო აქციას შეუერთდა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ საპროტესტო აქციაში – „მერსედესის“ პილოტმა მხარი დაუჭირა ანტირასისტულ მოძრაობა Black Lives Matter-ს.

ბოლო პერიოდში, ჰემილტონმა სოციალური ქსელის მეშვეობით არა ერთხელ გაამახვილა ყურადღება რასიზმის პრობლემაზე და მოუწოდა ფერადკანიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. ჰემილტონი აპირებს მოძრაობა Black Lives Matter-სთან სოლიდარობის ნიშნად მუხლზე დაიჩოქოს ფორმულა 1-ის უახლოესი ეტაპის წინ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის სეზონი ფორმულა 1-ში ჯერ არ დაწყებულა. ჩემპიონატის პირველი ეტაპი 5 ივლისს, ავსტრიაში უნდა გაიმართოს.