ლუის ჰემილტონი - იმედია, პანდემიის შემდეგ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ვიქნებით
ლუის ჰემილტონი - იმედია, პანდემიის შემდეგ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ვიქნებით

ფორმულა 1-ში ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, „მერსედესის“ ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა კორონავირუსის შესახებ აზრი გამოთქვა.

„რბოლები ძალიან მენატრება. პირველად რვა წლის ასაკიდან, საერთოდ არ მაქვს სარბოლო სეზონი. როცა რაღაცით ცხოვრობ და სუნთქავ, გიჭირს მის გარეშე არსებობა. მაგრამ, ყოველთვის უნდა ვეძებოთ პოზიტივი.

დღეს ჩვენ გვაქვს დრო, რათა შევხედოთ საკუთარ ცხოვრებას და მიღებულ გადაწყვეტილებებს, გადავხედოთ მიზნებს, ახლებურად შევაფასოთ საკუთარი თავი და საკუთარი კარიერა.

მთელ მსოფლიოში ვხედავთ უფრო სუფთა ცას, ხოცავენ უფრო ნაკლებ ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის. მოდით, ნუღარ დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რომელშიც პანდემიამდე ვიყავით. მოდით, გამოვიდეთ აქედან ახალ ადამიანებად, შევცვალოთ საკუთარი ჩვევები და პრიორიტეტები. იმედია, პანდემიის შემდეგ, ყველანი ვიქნებით საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. უფრო ჯანმრთელი, კეთილი, გულუხვი და კეთილგანწყობილი სამყაროსა და გარშემო მყოფთათვის“, – დაწერა ინსტაგრამზე ჰემილტონმა.

ფორმულა 1-ის სეზონის დაწყება 5 ივლისს, ავსტრიის გრანპრით იგეგმება.