ლუის ჰემილტონი გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებს „მერსედესთან“ #1TVSPORT

10:51, 29.01.2023
SAO PAULO, BRAZIL - NOVEMBER 13: Second placed Lewis Hamilton of Great Britain and Mercedes celebrates in parc ferme during the F1 Grand Prix of Brazil at Autodromo Jose Carlos Pace on November 13, 2022 in Sao Paulo, Brazil. (Photo by Jared C. Tilton/Getty Images)

ფორმულა 1-ის გერმანული საჯინიბო „მერსედესი“ და მისი პილოტი ლუის ჰემილტონი ახლოს არიან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. ძველი ხელშეკრულება 2023 წლის სეზონის შემდეგ იწურება.

ჟურნალ Sports Illustrated-ის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, 38 წლის ბრიტანელის ხელფასი 38 მილიონიდან 49 მილიონამდე გაიზრდება და მოქმედი იქნება 2025 წლის სეზონის ბოლომდე.

ამასთან, ჰემილტონი ბონუსის სახით მიიღებს 27 მილიონ დოლარს, თუ ისევ გახდება მსოფლიო ჩემპიონი.

გაუმჯობესებული კონტრაქტის სანაცვლოდ, გერმანულ კომპანიას სურს, რომ ჰემილტონი კარიერის დასრულების შემდეგ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში „მერსედესის“ ელჩი იყოს. ამისთვის ბრიტანელი დამატებით 27 მილიონს მიიღებს.

ახალი კონტრაქტით გათვალისწინებულ ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს კომპანია Ineos-ი, რომელსაც ფლობს სერ ჯიმ რეტკლიფი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენაზე. ის იმედოვნებს, რომ ჰემილტონი მონაწილეობას მიიღებს ამ გარიგებაში.

მსგავსი