ლუის ჰემილტონი - ამ გამარჯვებით არასდროს ვიამაყებ
ლუის ჰემილტონი - ამ გამარჯვებით არასდროს ვიამაყებ

ლუის ჰემილტონმა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რატომ არ დაუბრუნა თავის მეწყვილეს ვალტერი ბოტასს პოზიცია რუსეთის გრან-პრიზე.

„ბოლო წრეებზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობდი იმაზე, რომ ვალტერი ბოტასისთვის პოზიცია უნდა დამებრუნებინა. ვხედავდი, წინ ვიყავი და ეს უცნაური იყო. მაგრამ ამავდროულად მახსოვდა გუნდის მოთხოვნა, რომ ქულები აუცილებლად უნდა მოგვეპოვებინა. ეს ქულები რომ დაგვეკარგა, შესაძლოა ჩემპიონატი 1-2 ქულით წაგვეგო და სინანულით გაგვეხსენებინა დღე, როცა არ ვიმუშავეთ, როგორც გუნდმა, როგორც ერთმა მთლიანობამ. ეს გახლავთ „მერსედესის“ ლოგიკა და მოთხოვნა. ჩემთვის ძალიან რთული გამოდგა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. რუსეთში მოპოვებული გამარჯვებით ვერასდროს ვიამაყებ.“ – განაცხადა ჰემილტონმა.

შეგახსენებთ, რომ ჰემილტონი რუსეთის გრან-პრიზე ძალიან დიდხანს იყო ბოტასის უკან, თუმცა მოგვიანებით „მერსედესმა“ ბოტასს ბრიტანელის წინ გაშვება უბრძანა. შედეგად, რბოლა ლუისმა მოიგო და კარიერაში მეხუთე ტიტულისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.