ლუის ჰემილტონი „გაძეტა დელო სპორტის“ რჩეული გახდა
ლუის ჰემილტონი „გაძეტა დელო სპორტის“ რჩეული გახდა

ავტორიტეტულმა იტალიურმა გაზეთმა „გაძეტა დელო სპორტმა“ (Gazzetta dello Sport) 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა. ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად, მამაკაცებს შორის საუკეთესო გახდა „მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი. მეორე ადგილზე გავიდა პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, მესამეზე – კენიელი მარათონელი ელიუდ კიპჩოგე.

შეგახსენებთ, რომ ჰემილტონმა წელს მეხუთედ მოიგო ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ქალებს შორის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენია ამერიკელი სამთომოთხილამურე მიკაელა შიფრინი, რომელმაც დიდი უპირატესობით მოიგო მსოფლიოს თასი. საუკეთესო გუნდად დასახელდა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.