ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ში კიდევ ხუთი წელი დარჩება
ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ში კიდევ ხუთი წელი დარჩება

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა ჟურნალისტებთან საუბარში ილაპარაკა იმის შესახებ – როდის აპირებს ფორმულა 1-ში კარიერის დასრულებას.

„მიხაელ შუმახერმა კარიერა 38 წლის ასაკში დაასრულა. მე მხოლოდ 33 წლის ვარ. ეჭვი არ მეპარება, რომ შემიძლია კიდევ ხუთი წელი დავრჩე. კვლავ მწყურია გამარჯვებების მოპოვება. ძალიან იოლად შემიძლია შეველიო იმ შესაძლებლობებს, რომელიც დღეს გამაჩნია, მაგრამ ეს უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. მე რომ უკეთესი არ ვხდებოდე და არ ვიზრდებოდე, მაშინ აქ არ ვიქნებოდი. ასე რომ, გავაგრძელებ გამოსვლას იქამდე, სანამ სიამოვნებას მივიღებ რბოლებისგან“, – განაცხადა ჰემილტონმა.

ლუის ჰემილტონი – მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. მის ანგარიშზე კარიერაში 77 მოგება და 140 პოდიუმია.