ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტს მიიღებს
ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტს მიიღებს

რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ ფორმულა 1-ის მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი ახალ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს გერმანულ საჯინიბო „მერსედესთან“.

როგორც ვებგვერდი Autosport.com-ი წერს, ბრიტანელის კონტრაქტი შესაძლოა, ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდეს ფორმულა 1-ის ისტორიაში. გავრცელებული ხმების თანახმად, 2019-2021 წლების პერიოდში, ჰემილტონი ჯამში 184 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რაც ერთ სეზონში 60 მილიონს აჭარბებს.

აქამდე ხელფასის რეკორდი ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერს ეკუთვნოდა – ლეგენდარული გერმანელი „ფერარიში“ წელიწადში 50 მილიონ დოლარს იღებდა.

„მერსედესს“ იმედი აქვს, რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჰემილტონთან კონტრაქტის ყველა პირობას შეათანხმებს.