ლუის ჰემილტონი დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი მოქმედი სპორტსმენია
ლუის ჰემილტონი დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი მოქმედი სპორტსმენია

ფორმულა 1-ის ექვსგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ სპორტსმენად აღიარეს. ყოველწლიური ტრადიციული კვლევა გაზეთმა „სანდი თაიმსმა“ ჩაატარა.

„მერსედესის“ 35 წლის პილოტი 224 მილიონი ფუნტის მფლობელია, რითაც დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარი მოქმედი სპორტსმენი გახდა. გარდა ამისა, ეს თანხა ყველაზე მაღალია ამ რეიტინგის 32-წლიან ისტორიაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს, რომელიც 2013 წელს, სპორტიდან წასვლის მომენტში 200 მილიონი ფუნტის მფლობელი იყო.

შარშანდელთან შედარებით, ჰემილტონი 37 მილიონით უფრო მდიდარი გახდა.

ლუისის გარდა, მხოლოდ ერთი სპორტსმენი მოხვდა სიაში. ეს არის გოლფისტი ჩრდილოეთ ირლანდიიდან რორი მაკილროი – 170 მილიონი ფუნტი.