ლუის ჰემილტონი ახალ ისტორიას წერს
ლუის ჰემილტონი ახალ ისტორიას წერს

ფორმულა 1-ის სპორტულმა დირექტორმა როს ბრაუნმა მსოფლიო ავტოსპორტის ისტორიაზე „მერსედესის“ პილოტის ლუის ჰემილტონის გავლენის შესახებ ისაუბრა. ბრიტანელის  სიტყვები Planet F1-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დიდწილად, „მერსედესი“ თავის წარმატებებს უნდა უმადლოდეს ჰემილტონს – ბრწყინვალე პილოტს, რომელიც თავის სტილში წერს ახალ ისტორიას. ყოველთვის რთულია განსაზღვრო – რა წვლილი შეაქვს წარმატებაში მანქანას და რა – პილოტს, მაგრამ, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გუნდზეა დამოკიდებული. ფორმულა 1 – ეს გუნდური სპორტია, პილოტები მარტო ვერ იმარჯვებენ. „მერსედესმა“ უფრო მაღალ დონეს მიაღწია, ვიდრე მისმა კონკურენტებმა.

მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან, ყველაფერი შეიცვლება, თუმცა, „მერსედესს“ არაფერს ცუდს არ ვუსურვებ. ეს ჯუნგლების კანონია, რომელიც სპორტის ნებისმიერ სახეობაში მოქმედებს. მაგრამ, არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება მომავალში – „მერსედესში“ მომუშავე ადამიანების მიღწევა სამუდამოდ დარჩება ისტორიაში“.