ლუის ჰემილტონ,ა რუსეთის გრან-პრი მოიგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა | ფორმულა 1
ლუის ჰემილტონ,ა რუსეთის გრან-პრი მოიგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა | ფორმულა 1

რუსეთის ქალაქ სოჭში გამართულ გრან-პრიზე ლუის ჰემილტონმა სეზონში მეცხრე გამარჯვება იზეიმა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა საჩემპიონო ტიტულს. „ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია“ (BBC) იუწყება, რომ ჰემილტონის ამ გამარჯვებაში უნებლიე წვლილი სებასტიან ფეტელმაც შეიტანა, რომელიც საკუთარი გუნდის წესებს არ დაემორჩილა.

როგორც ირვევა, „ფერარის“ გეგმა იყო, რომ ლეკლერკი პირველ კუთხემდე მისულიყო და შემდეგ ფეტელი გაეშვა წინ, რათა ჰამილტონს, რომელიც მეორე ნომრად იწყებდა, ლიდერობა არ ჩაეგდო ხელში. ლეკლერკმა შეთანხმების თავისი ნაწილი შეასრულა, მაგრამ როგორც კი ფეტელი გალიდერდა, მან აღარ ისურვა ლეკლერკის ისევ წინ გაშვება.

რაც შეეხება ჰემილტონს, მან ერთი პრემიალური ქულაც მიიღო და ახლა საჩემპიონო მარათონში 73 ქულით ლიდერობს.