ლუის ენრიკეს რეაქცია დემბელეს სიტყვებზე - არასოდეს მივცემ მოთამაშეს უფლებას, საკუთარი თავი კლუბზე მაღლა დააყენოს, ამ შემთხვევაში ყველაფერი დასრულდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გაუკეთა „რენთან“ წაგების შემდეგ უსმან დემბელეს განცხადებას. პარიზული კლუბის გარემარბმა განაცხადა, რომ „თუ ყველა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ითამაშებს, ტიტულებს ვერ მოვიპოვებთ“.
„მე ასეთ თამაშებს არ ვთამაშობ. როცა მატჩი სრულდება, ფეხბურთელები ემოციურად განიხილავენ შედეგს. მე არცერთ მოთამაშეს არ მივცემ უფლებას, თავისი საკუთარი სიტუაცია კლუბის ინტერესებზე მაღლა დააყენოს. ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ. ჩვენ საკუთარი გზით მივდივართ წინ.
ნორმალურია, როცა მატჩის შემდეგ განაწყენებული ხარ. მე კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ გუნდი ყოველთვის ცალკეულ მოთამაშეებზე ზემოთ იყოს. ამაზე არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ მომენტში, როცა ეს იცვლება – ყველაფერი სრულდება.
მე არ ვაფასებ მოთამაშეების მატჩისშემდგომ კომენტარებს და არ ვაპირებ მათ შეფასებას. არცერთ მოთამაშეს არ მივცემ შესაძლებლობას, რომ კლუბზე მაღლა დადგეს. ეს ცხადზე ცხადია. მე ვარ პასუხისმგებელი გუნდზე და არ დავუშვებ, ფეხბურთელმა იფიქროს, რომ ის კლუბზე მნიშვნელოვანია. არც მე, არც სპორტული დირექტორი, არც პრეზიდენტი. ამგვარი განცხადებები არაფერს ნიშნავს და ფასი არ აქვს. ეს არის მხოლოდ ახლადდასრულებული მატჩის შემდეგ გამოხატული იმედგაცრუება“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.