ლუის ენრიკე - ყველამ დაინახა, ბურთის გარეშეც ეფექტურად ვთამაშობთ #1TVSPORT
„ლივერპულთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
„ეს იყო მაღალი ტემპის, ძალიან დაძაბული თამაში ორ გუნდს შორის, რომლებიც ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებენ. „ენფილდზე“ გამოსვლა განსაკუთრებული გამოცდილებაა. პირველ ტაიმში უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო, თამაშს ვაკონტროლებდით და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით.
შესვენების შემდეგ ვითარება შეიცვალა, მეტოქემ ტემპი გაზარდა და რისკიან თამაშზე გადავიდა. მიუხედავად ამისა, მათი ზეწოლა ორჯერ გადავიტანეთ და ორივე შემთხვევაში გოლი გავიტანეთ.
ასეთი ტიპის მატჩების მოსაგებად დაცვაში მაქსიმალური ინტენსივობაა საჭირო. ვაჩვენეთ, რომ ბურთით თამაში შეგვიძლია, თუმცა ყველამ დაინახა, რომ არანაკლებ ეფექტურები ვართ მაშინაც, როცა ბურთს არ ვაკონტროლებთ“, – ამბობს ლუის ენრიკე.
„პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ნახევარფინალში მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამარჯვებული იქნება.