ლუის ენრიკე ვიდეორეფერის შემოღების იდეას ემხრობა
ELCHE, SPAIN - SEPTEMBER 11: coach Luis Enrique of Spain during the UEFA Nations league match between Spain v Croatia at the Estadio Manuel Martínez Valero on September 11, 2018 in Elche Spain (Photo by Laurens Lindhout/Soccrates/Getty Images)
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მსაჯების დახმარების სისტემის დანერგვამ შეცდომით მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა შეამცირა.
„ვიდოერეფერი ფანტასტიკური იდეაა, მე ძალიან მომწონს“, – მოჰყავს ენრიკეს სიტყვები „მარკას“ (Marca), – „მსაჯების მიერ მომენტების ნახვა კარგი იდეაა. ვფიქრობ, ამით ყველა მოიგებს, რადგან შეცდომები მნიშვნელოვნად მოიკლებს“.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს სათავეში 2018 წლის 9 ივლისს ჩაუდგა.