ლუის ენრიკე - უნდა დაველოდოთ, კვარაცხელია ვარჯიშის შემდეგ თავს როგორ იგრძნობს #1TVSPORT
ლუის ენრიკე - უნდა დაველოდოთ, კვარაცხელია ვარჯიშის შემდეგ თავს როგორ იგრძნობს #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენში“ ნამდვილი ლაზარეთია. პარიზელების წამყვანი მოთამაშეები უსმან დემბელე და დეზირე დუე საფრანგეთის ნაკრებში დაშავდნენ. შაბათს „ლანსთან“ მატჩში მცირე ტრავმები მიიღეს ლუკას ბერალდომ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ლი კანგ-ინმა.

თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო ორი მოთამაშე ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ატალანტასთან“ სათამაშოდ მზად იქნება. ყოველ შემთხვევაში, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მათ შესახებ დამაიმედებლად ისაუბრა.

„ლი კანგ-ინიატალანტასთან“ სათამაშოდ ნამდვილად მზად იქნება. კვარაცხელიაზე კი ჯერ საბოლოოდ არ შემიძლია ვთქვა. უნდა დაველოდოთ, ვარჯიშის შემდეგ თავს როგორ იგრძნობს“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე „ატლანტასთან“ დღეს, 23 საათზე ითამაშებს.