ლუის ენრიკე შესარჩევს ექსპერიმენტული შემადგენლობით იწყებს
ლუის ენრიკე შესარჩევს ექსპერიმენტული შემადგენლობით იწყებს

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სანაკრებო მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებულია. სიაში ვერ ვხედავთ ისკოს, საულ ნიგესს, ტიაგო ალკანტარას, ტრავმირებულები არიან – დანი კარვახალი, ლუკას ვასკესი, დიეგო კოშტა, იაგო ასპასი, დიეგო ლორენტე.

სამაგიეროდ, შანსი ეძლევათ ისეთ მოთამაშეებს,როგორებიც არიან – ბერნატი, სერხი გომესი, ფაბიანი, პარეხო, ხესუს ნავასი, მუნიაინი, კანალესი, ხაიმე მატა.

სრულად ესპანელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება –

მეკარეები – დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კეპა არისაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), პაუ ლოპესი (ბეტისი);

მცველები – ხუან ბერნატი (პსჟ, საფრანგეთი), სერხი გომესი (სევილია), სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი), მარიო ერმოსო (ესპანიოლი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ხოსე ლუის გაია (ვალენსია), სერხი რობერტო (ბარსელონა);

ნახევარმცველები – ხესუს ნავასი (სევილია), დანი სებალიოსი (რეალი), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია), როდრი ერნანდესი (ატლეტიკო), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), დანი პარეხო (ვალენსია), სერხიო კანალესი (ბეტისი), მარკო ასენსიო (რეალი);

თავდამსხმელები – როდრიგო მორენო (ვალენსია), იკერ მუნიაინი (ბილბაო), ალვარო მორატა (ატლეტიკო), ხაიმე მატა (ხეტაფე).

ესპანეთი 23 მარტს, ვალენსიაში უმასპინძლებს ნორვეგიას, სამი დღის შემდეგ კი მალტას ეთამაშება.