ლუის ენრიკე „მარსელის“ ფეხბურთელი გახდა
ლუის ენრიკე „მარსელის“ ფეხბურთელი გახდა

„ბოტაფოგოს“ ნიჭიერი ვინგერი ლუის ენრიკე სათამაშოთ ევროპაში მოდის და „მარსელის“ ღირსებას დაიცავს, – იუწყება ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

18 წლის ბრაზილიელმა „მარსელთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა, თუმცა კონტრაქტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

პორტალი Transfermarkt ლუის ენრიკეს ტრანსფერის თანხად 12 მილიონ ევროს ასახელებს.

ლუის ენრიკე „11“ ნომერი მაისურით იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულები იყვნენ: „იუვენტუსი“, „ბენფიკა“ და „ვულვერჰემპტონი“.