ლუის ენრიკე - ხვიჩა კვარაცხელია მრავალფეროვანი ფეხბურთელია და თამაშზე დიდ გავლენას ახდენს, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან არის #1TVSPORT
ლუის ენრიკე - ხვიჩა კვარაცხელია მრავალფეროვანი ფეხბურთელია და თამაშზე დიდ გავლენას ახდენს, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან არის #1TVSPORT

მან იცის, როგორ გაიტანოს გოლი, – ამის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განაცხადა.

ენრიკეს თქმით, ქართველი ფეხბურთელი ძალიან მრავალფეროვანია.

„ქართველ ფეხბურთელს უნიკალური თვისებები აქვს. აღსანიშნავია მისი მრავალფეროვნება და საერთო გავლენა თამაშზე. ხვიჩა განსხვავებული ტიპის მოთამაშეა, რადგან შეუძლია გოლის გატანა, დრიბლინგი და დაცვაში აქტიურობა. „პარი სენ-ჟერმენში“ თავდამსხმელად თამაში ადვილი არ არის და ძალიან გვიხარია, რომ ის ჩვენთან არის“, – თქვა ლუის ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.