ლუის ენრიკე - იტალიას თავს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ #1TVSPORT
ლუის ენრიკე - იტალიას თავს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ #1TVSPORT

დღეს, 6 ოქტომბერს ერთა ლიგის  1/2 ფინალში ესპანეთის ეროვნული გუნდი ევროპის მოქმედ ჩემპიონს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრინციპული მატჩის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა:

„იტალიაში ყოფნით ბედნიერი ვარ. „რომას“ მწვრთნელობის პერიოდში აქ დიდებული ერთი წელი გავატარე , – მოჰყავს უეფა-ს პრესსამსახურს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის სიტყვები. – მომწონს იტალური ენა, მზე, სამზარეულო, ყავა. ვფიქრობ, რომ იტალია და ესპანეთის ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

არ მიყვარს წინასწარ ნერვიულობა იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იტალიასთან ბურთის კონტროლისთვის და მათ თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. არის გამარჯვების მხოლოდ ერთი გზა – ითამაშო საკუთარ სტილში“.

დატოვე კომენტარი