ლუის ენრიკე - გაოცებული ვარ, კვარაცხელია ისე ადვილად შეეწყო „პარი სენ-ჟერმენის“ სქემას #1TVSPORT
ლუის ენრიკე - გაოცებული ვარ, კვარაცხელია ისე ადვილად შეეწყო „პარი სენ-ჟერმენის“ სქემას #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენთან“ დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და, სხვა თემებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

პარიზელთა მწვრთნელის თქმით, ის კმაყოფილია ქართველი ფეხბურთელის თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია გუნდს სულ ახლახან შეუერთდა. ენრიკეს აზრით, ის სწრაფად ახერხებს ახალ გარემოსთან და სათამაშო სქემასთან ადაპტაციას.

„ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ მას უკვე ვიცნობდით, ასე რომ, ამ მხრივ ახალი არაფერი ყოფილა. გაოცებული ვარ, თუ როგორ შეძლო ახალ სქემასთან ადაპტაცია. ის პირველივე რიგში ცდილობს, დაეხმაროს უკანა ხაზს, რაც გუნდისთვის შესანიშნავია, რადგან კონკურენციას აძლიერებს“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ „პარი სენ-ჟერმენს“ 29 მარტს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.