ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებიდან დაითხოვეს #1TVSPORT
ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებიდან დაითხოვეს #1TVSPORT

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა. ლუის ენრიკესთან ერთად დაითხოვეს მისი სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი.

„ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის ახალი პროექტი უნდა დაიწყოს, რომელიც წინსვლას უზრუნველყოფს. გულწფრელად ვუსურვებთ ლუის ენრიკესა და მის შტაბს წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში. ამ მწვრთნელმა დაიმსახურა სიყვარული და აღტაცება მთელი ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის, რომელიც მის სახლად დარჩება“, – ვკითხულობთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2019 წლიდან წვრთნიდა და პოსტიდან მისი გათავისუფლება მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან განცდილმა სენსაციურმა მარცხმა განაპირობა.