ლუის ენრიკე – ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო, გულშემატკივრებისთვის ფილმის ან შოუს მსგავსი, საინტერესო თამაში შემეთავაზებინა #1TVSPORT
ლუის ენრიკე – ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო, გულშემატკივრებისთვის ფილმის ან შოუს მსგავსი, საინტერესო თამაში შემეთავაზებინა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გაწეული დიდი სამუშაოს წყალობით მოვედით. უნდა ეცადოთ, ისიამოვნოთ იმით, რაც ხდება მატჩის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ.

ჩვენ აქ ვართ, რადგან ამას ვიმსახურებთ. პირველი თამაში მოვიგეთ და ხვალინდელი მიზანიც გამარჯვებაა. უნდა გავამართლოთ გულშემატკივრების ის ნდობა, რომელიც ჩვენდამი გააჩნიათ და დავრჩეთ იმ თამაშის ერთგულნი, რაც აქამდე გვქონდა.

მიკელ არტეტა? გამიმართლა, რომ ფეხბურთელობისას გავიცანი — ერთად ვიყავით „ბარსელონაში“. ძლიერი ხასიათის მქონე და შესანიშნავი მოთამაშე იყო, ახლა კი დიდებული მწვრთნელია. მისი მუშაობის შედეგები „არსენალში“ აშკარად ჩანს. როგორც პირველი მატჩი იყო რთული, ასე იქნება საპასუხოც.

ყველა მწვრთნელს აქვს გავლენა თავის მოთამაშეებსა და გუნდზე. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ვამბობდი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები მყავს. ყველა კლუბში ვცდილობ, მათი როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური უნარები მაქსიმალურად გამოვიყენო.

პსჟ-მა გასული სეზონიდან მოყოლებული ბევრი მოწონება დაიმსახურა. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მიზანი — გულშემატკივრებისთვის საინტერესო თამაში შემეთავაზებინა, მაგალითად ისეთი, როცა ადამიანი ფილმის ან შოუს სანახავად მიდის. ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა — როცა ხალხი ასე საუბრობს ჩვენზე“, — განაცხადა ენრიკემ.

პსჟ-ისა და „არსენალის“ შეხვედრა 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.