ლუის დიასს ზაფხულში „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ უნდა გადასვლა - ამის შესახებ მან დეკუს აცნობა #1TVSPORT
ლუის დიასს ზაფხულში „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ უნდა გადასვლა - ამის შესახებ მან დეკუს აცნობა #1TVSPORT

„ლივერპულის“ გარემარბს ლუის დიასს ზაფხულში „ბარსელონაში“ გადასვლა სურს.

ჟურნალისტ ხოსე ალვარესის ინფორმაციით, 28 წლის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა აგენტის მეშვეობით აცნობა თავისი სურვილის შესახებ კატალონური კლუბის სპორტულ დირექტორს დეკუს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონას“ სურს გარემარბის შეძენა შეტევის მარცხენა ფლანგზე და განიხილავს დიასის კანდიდატურას.

ამ სეზონში ლუის დიასმა ყველა ტურნირზე „ლივერპულის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.