ლუის დიასის მამამ გატაცების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
„ლივერპულის“ ფეხბურთელის ლუის დიასის მამამ პირველი ინტერვიუ მისცა ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ. ის 28 ოქტომბერს კოლუმბიის ქალაქ ბარაკასში გაიტაცეს და 12 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა კოლუმბიურმა მეამბოხე დაჯგუფებამ, „ეროვნული განთავისუფლების არმიამ“ აიღო.
„მთებში მყოფ ჩემს ძმებს მივმართავ: მოდით, დავყაროთ იარაღი, ხელში ავიღოთ კალამი და ფურცელი და ვიმუშაოთ იმაზე, რომ მივაღწიოთ მშვიდობას. კოლუმბია არის ქვეყანა, რომელშიც მშვიდობა უნდა იყოს.
მადლობა კოლუმბიას ამ უდიდესი მხარდაჭერისთვის. ძალიან მალე მექნება შესაძლებლობა, მოვეფერო ყველას. დიდი მადლობა, ჩემო ხალხო“, – მოჰყავს უფროსი დიასის სიტყვები გაზეთ Daily Mail-ს.