„ლივერპულის“ ნახევარმცველი ლუის დიასი დაინტერესებულია „ბარსელონაში“ გადასვლით, თუ ინგლისური კლუბი გააჭიანურებს ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს. თუმცა „ლივერპული“ იმედოვნებს, რომ შეძლებს ხელშეკრულების გაგრძელებას, ხოლო კოლუმბიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება შეაშინებს „ბარსელონას“.
ესპანური გამოცემა Antena 2 იტყობინება, რომ „ლივერპული“ ხვდება გარკვეულ წინააღმდეგობას ლუის დიასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელიც 2027 წლის ზაფხულში იწურება. 27 წლის ფეხბურთელი არ ითხოვს დაჟინებით სხვაგან გადასვლას, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, განაწყობს საკუთარ თავს „ბარსელონაში გადასვლაზე, როცა „ლივერპულს“ დატოვებს.
წყაროს ცნობით, მას ურჩევნია, რომ შეუერთდეს „ბარსელონას“, მაგრამ ასევე აქტიურობენ „პარი სენ-ჟერმენი“ და „მილანი“. დიასის ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს, რაც საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ „ბარსელონამ“ უკან დაიხიოს, ამ კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ამ სეზონში ლუის დიასმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.