ლუის დე ლა ფუენტე – საფრანგეთთან მატჩი ნაადრევი ფინალია #1TVSPORT

20:15, 13.07.2026

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ საფრანგეთთან მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული ნახევარფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ეს შეხვედრა, ფაქტობრივად, ნაადრევი ფინალია, სადაც მსოფლიოს ორი უძლიერესი ნაკრები შეხვდება ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის მთავარ ფავორიტად ალბათ საფრანგეთი მოიაზრება, ჩვენი თავის მიმართ მოლოდინებიც უმაღლესია.

ის, რომ ფრანგების დამარცხება შეგვიძლია, უკვე დავამტკიცეთ. ეს დამატებით რწმენას გვმატებს, თუმცა, ცხადია, თითოეულ თამაშს თავისი სპეციფიკა აქვს. სრულიად გაუგებარი და აბსურდულია, როგორ შეიძლება, ვინმეს ამ გუნდის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდეს.

მართალია, გამორჩეული თაობა გვყავს, მაგრამ წარმატებას ყოველთვის კოლექტივი აღწევს და არა ცალკეული მოთამაშე. მეტოქის ყველა რგოლი უმაღლესი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამიტომ ასეთი დონის გუნდთან დაპირისპირებისას ნებისმიერ წვრილმანს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, – აღნიშნა დე ლა ფუენტემ.

საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი