ლუის დე ლა ფუენტე – იამალი პირველი მატჩისთვის მზად იქნება #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ უპასუხა შეკითხვას – შეძლებს თუ არა „ბარსელონას“ ფორვარდი ლამინ იამალი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში თამაშს?
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის იამალი აღდგენით კურსს გადის ლა ლიგის მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ლამინი მოასწრებს გამოჯანმრთელებას 15 რიცხვისთვის, მაგრამ ეს ზუსტად ცნობილი არ არის. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა, ის მზად იქნება ამ დღისთვის, მაგრამ ეს ვერ იძლევა გარანტიას, რომ ის ითამაშებს ამ მატჩში. ყოველი კონკრეტული მომენტის შემდეგ შევაფასებთ სიტუაციას“, – მოჰყავს დე ლა ფუენტეს სიტყვები გაზეთ Marca-ს.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 15 ივნისს კაბო ვერდეს შეხვდება. ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონები ითამაშებენ საუდის არაბეთის (21 ივნისი) და ურუგვაის (27 ივნისი) წინააღმდეგ.