ლუის დე ლა ფუენტე France Football-მა წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა #1TVSPORT

01:23, 27.10.2026

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე France Football-მა 2026 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

გამარჯვებული ლონდონში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების 70-ე ცერემონიაზე გამოაცხადეს.

დე ლა ფუენტესთვის 2026 წელი წარმატებული გამოდგა. მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ფინალში არგენტინა 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

65 წლის სპეციალისტი ესპანეთის ეროვნულ გუნდს 2022 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით ნაკრებმა 2023 წელს – ერთა ლიგა, ხოლო 2024 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო.

მსგავსი