ლუის დე ლა ფუენტე – ახლა მთავარია, საქართველოსა და ბულგარეთს მოვუგოთ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საშუალებას მოგვცემს #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან და ბულგარეთთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა და პრესკონფერენციაც გამართა.
ჟურნალისტის მიერ ლამინე იამალის თაობაზე დასმული კითხვა ჯერ ცხარე კამათში გადაიზარდა, მერე კი დაპირისპირებაში, რაც ამ თემის გარშემო არსებულ დაძაბულ ატმოსფეროს ასახავდა. თავდაპირველად, იამალი სანაკრებო სიაში იყო, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ ვარსკვლავი ორივე მატჩს გამოტოვებს.
„გაკვირვებული დავრჩი ჰანსი ფლიკის სიტყვებით, თითქოს, წინა სანაკრებო შეკრებაზე იამალი ტრავმირებული იყო და მაინც ვათამაშეთ. ფლიკი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო და იცის, როგორ ვიქცევით, მეგონა, ის ვითარებას გაგებით მოეკიდებოდა.
ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. იამალს ჰქონდა ტკივილები, რომელთა კონტროლიც შესაძლებელი იყო. მან თამაშამდე არაფერი გვითხრა და მხოლოდ შემდეგ აღენიშნებოდა გარკვეული დისკომფორტი. ფეხბურთში ყოველთვის არის მცირე პრობლემებით თამაშის რისკი. ნიკო უილიამსი და ლამინ იამალი კლუბებში თუ თამაშობენ, გამოდის, რომ ნაკრებშიც შეუძლიათ.
ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ბულგარეთის დამარცხება, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საშუალებას მოგვცემს“, – ამბობს ლუის დე ლა ფუენტემ.