ლუი ვან გაალმა „აიაქსში“ თანამდებობა მიიღო #1TVSPORT
ლუი ვან გაალმა „აიაქსში“ თანამდებობა მიიღო #1TVSPORT

ლეგენდარული ნიდერლანდელი მწვრთნელი ლუი ვან გაალი „აიაქსის“ დამკვირვებელთა საბჭოს კონსულტანტი გახდა ფეხბურთის ტექნიკურ საკითხებში. მან დაიკავა თანამდებობა, რომელიც განთავისუფლდა დამკვირვებელთა საბჭოს ყოფილი წევრის, იან ვან ჰალსტის წასვლის შემდეგ.

„მინდა, დავეხმარო „აიაქსს“. დღეს მე ბევრ დროს ვატარებ პორტუგალიაში და ეს შეიძლება კარგად შეუხამდეს გარე კონსულტანტის როლს, რომელიც მე დამეკისრა. მზად ვარ, დამკვირვებელთა საბჭოს გავუზიარო ჩემი საფეხბურთო ცოდნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაინიშნებიან ლეო ვან ვეიკი და მიხაელ ვან პრააგი. ჩვენ უნდა მოვნახოთ მწვერვალზე დასაბრუნებელი გზა და ყველამ უნდა შევიტანოთ ამაში საკუთარი წვლილი“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის დანიშვნას ვან გაალმა.